კინოთეატრებში პირველი 3-განზომილებიანი ფილმების გამოჩენამ, შეიძლება ითქვას, რომ ეკრანების შესახებ საზოგადოების წარმოდგენა სამუდამოდ შეცვალა. ჯეიმზ კამერონის „ავატარმა“ დაგვანახა, რომ ფილმის პერსონაჟები არა მარტო ბრტყელ ეკრანზე არსებობდნენ, არამედ მათ 3-განზომილებიან სივრცეშიც შეეძლოთ არსებობა.
წლების განმავლობაში, 3D ტექნოლოგიით სარგებლობა 3 კომპონენტთან იყო დაკავშირებული: 3D ეკრანთან, ადაპტირებულ კონტენტთან და 3D სათვალესთან. 3-განზომილებიანი ფილმებით ტკბობის პროცესში მთელი სირთულე სწორედ 3D სათვალესთან იყო დაკავშირებული, რომელიც არც კომფორტულია და არც მოსახერხებელი იმ ადამიანებისთვის, რომელთაც ცუდი მხედველობა აქვთ ან ოპტიკურ სათვალე სჭირდებათ.
3-განზომილებიანი ტექნოლოგიის განვითარების შემდეგი ეტაპი ბაზარზე VR და XR ჩაფხუტების გამოჩენას უკავშირდება. შეიძლება ითქვას, რომ ვირტუალურმა რეალობამ 3D კონტენტი უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახდა, თუმცა VR ჩაფხუტებს თან ახლდათ თავის ტკივილი, რომელიც პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც სიმართლეა. ვისაც Meta Quest ან Apple Vision Pro საკუთარ თავზე გამოუცდია, პირველი იმას ამბობს, XR ჩაფხუტი ზედმეტად მძიმე, მოუქნელი და თვალებისთვის დამღლელია. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ენთუზიასტს განსაკუთრებით მოსწონს VR სამყაროში მუშაობის, გართობისა და დასვენების იდეა, ფაქტია, რომ ეს ტექნოლოგია ჯერაც შორს არის იმ უტოპიური წარმოდგენისგან, რომელიც ტექნოლოგიურ ევანგელისტებს აქვთ.
ორივე ზემოხსენებულ მეთოდთან დაკავშირებული გამოწვევების მიუხედავად, ტექნოლოგიური პროგრესი არ ჩერდება და Acer-მა 3-განზომილებიანი კონტენტის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით ნამდვილი რევოლუციის მოხდენა გადაწყვიტა.
დღეს ისეთი 3D ეკრანის შესახებ მოგიყვებით, რომელსაც სათვალე უბრალოდ არ სჭირდება. დიახ, ეს სამეცნიერო ფანტასტიკის სფეროდან შთაგონებული ზღაპარივით ჟღერს, თუმცა სიმართლეა.
Acer SpatialLabs-ის სტერეოსკოპიკური ხაზი აერთიანებს:
- Acer-ის 27-ინჩიან მონიტორს, რომელიც პროფესიონალებზეა გათვლილი;
- 27-ინჩიან Predator-ის მონიტორს, რომელიც ვიდეოთამაშებზეა მორგებული და Ultra HD რეზოლუციასთან ერთად, 160Hz-ის განახლების სიხშირე აქვს;
- პორტაბელურ 16-ინჩიან Acer Nitro SpatialLabs View-ს, რომელიც სიმარტივესა და ხელმისაწვდომობაზეა გათვლილი;
- Acer Aspire 3D 15 SpatialLabs Edition-ს, რომელიც უმძლავრესი მრავალდანიშნულებიანი ლეპტოპია.
Acer-ის 3D ტექნოლოგია შემდეგი პრინციპით მუშაობს: მონიტორის ზედა ნაწილში დამონტაჟებულია რამდენიმე კამერა და სენსორი, რომელთა დახმარებით სისტემა ზუსტად აკვირდება მაყურებლის თვალების მოძრაობას და უწყვეტ რეჟიმში უზრუნველყოფს კონტენტის მიწოდებას, თანაც უმაღლესი რეზოლუციითა და სიხშირით.
პროცესი საკმაოდ კომპლექსურად ჟღერს, თუმცა შედეგი შემდეგგვარია: თქვენ წინაშე არსებული 2-განზომილებიანი ეკრანი გაძლევთ 3-განზომილებიან გამოსახულებას, რომელიც იმდენად დამაჯერებელი და მაღალი რეზოლუციისა, რომ მისი რეალურისგან გარჩევა თითქმის შეუძლებელია.
SpatialLabs-ის ტექნოლოგია მუშაობს როგორც 3D ფილმებთან მიმართებით, ასევე ვიდეოთამაშებში. როგორც Acer-ში აღნიშნავენ, 150-მდე პოპულარული ვიდეოთამაში უკვე მორგებულია 3D სისტემაზე და ახალი თამაშების რაოდენობა დროსთან ერთად იზრდება. რაც ყველაზე საინტერესოა, 3D ფუნქციონალი მუშაობს პროფესიულ პროგრამებში, რაც დიზაინერების, არქიტექტორების და არტისტების საქმიანობას მნიშვნელოვნად ამარტივებს, რადგან შემოქმედი საკუთარი ნახელავის დანახვას არა ბრტყელ ეკრანზე, არამედ სამ განზომილებაში შეძლებს, რაც ნამდვილად რევოლუციური სიახლეა.
XR ჩაფხუტისგან განსხვავებით, Acer-ის მონიტორი არ იწვევს თვალების დაღლას და თავის ტკივილის. რაც მთავარია, მისი გამოყენება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაშია შესაძლებელი, როგორც 3D, ასევე ჩვეულებრივ, 2D რეჟიმში.