"ციტადელის" ბიზნეს განვითარებისა და სტრატეგიული შესყიდვების ხელმძღვანელი ნინო სეხნიაშვილი ამბობს, რომ სამშენებლო სფერო სენსიტიურია და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები უკვე აისახა ფასწარმოქმნაში.
როგორც მან "საქმიანი დილის" ეთერში აღნიშნა, მოლოდინი აქვს, რომ უფრო დიდი რყევები არ იქნება.
"დღესდღეობით სამშენებლო ბაზარი საკმაოდ დინამიკურია და ზოგადად, სამშენებლო სფერო არის ეკონომიკის პირველი ინდიკატორი და ყველაზე სენსიტიური არის გარშემო მიმდინარე მოვლენების პროპორციულად. შესაბამისად, რა თქმა უნდა, პირველად გავლენა მოახდინა ლოგისტიკაზე და ნედლეულზე, რაც ავტომატურად უკვე აისახა ფასწარმოქმნაში, თუმცა ვფიქრობთ, რომ დასტაბილურდება ეს გარემო და კიდევ უფრო დიდი რყევები არ გვექნება, მაგრამ ასეთი პრობლემები ზოგჯერ ინოვაციების კატალიზატორიც კი ხდება ხოლმე და ვფიქრობთ, რომ რაღაც დადებითი ეფექტიც ექნება და ამიტომაც მაინც პოზიტიურად ვუყურებთ",- განაცხადა ნინო სეხნიაშვილმა.




























