პოპულარული ქართული სტრიმინგ-პლატფორმების Adjaranet-ისა და iMovies-ის გათიშვიდან და ამის პარალელურად, ინტერნეტსივრცეში ლიცენზირებული ონლაინკინოთეატრი, Cavea+ - ის გამოჩენიდან ზუსტად 6 თვე გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ კინომოყვარულების მხრიდან ორი ყველაზე ძლიერი ვებ-გვერდის გათიშვას ვნებათაღელვა მოჰყვა, დღეს ეს საიტები მაინც ხელმისაწვდომია. BMG დაინტერესდა cavea + -ის 6 თვის შედეგებით და იმ გამოწვევებით, რაც მეკობრული ვებ-გვერდების მუშაობას ახლავს თან.