მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორია ეკონომიკური კავშირები სინგაპურთან, სადაც ირაკლი კობახიძე სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა

სინგაპური

"ქართული ოცნების" მთავრობიდან, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი სინგაპურში, სამუშაო ვიზიტით გაემგზავრნენ.

საქართველოს დელეგაცია ვიზიტის ფარგლებში როგორც ქვეყნის მთავრობას, ისე კერძო სექტორსაც შეხვდება.

BM.GE დაინტერესდა, როგორი გამოიყურება სინგაპურთან ეკონომიკური კავშირები რიცხვებში.

ვაჭრობა

2025 წელს სინგაპურთან სავაჭრო ბრუნვამ 35.2 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო 2026 წლის იანვარი-ივნისის პერიოდში აღნიშნული მაჩვენებელი 28.4 მილიონ დოლარს უტოლდება.

აღსანიშნავია, რომ საქართველო-სინგაპურს შორის სავაჭრო ბრუნვა 2020 წლიდან 2022 წლამდე მზარდი ტენდენციით ხასიათდებოდა და 2022-ში მაქსიმალურ ნიშნულს, 50.5 მილიონ დოლარს მიაღწია. 2023 წელს დაფიქსირდა კლება 30.6 მილიონ დოლარამდე, 2024 წელს კი მაჩვენებელი კვლავ გაიზარდა და 39.6 მილიონი დოლარი შეადგინა.

ექსპორტი

2026 წლის 6 თვეში საქართველოს და სინგაპურის სავაჭრო ბრუნვის თითქმის ნახევარი ქვეყნიდან პროდუქტის ექსპორტზე მოდის. იანვარ-ივნისში საქართველოდან ამ მიმართულებით 14.1 მილიონი დოლარის ღირებულების პროდუქტი გავიდა.

ეს მაჩვენებელი 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2-ჯერ, 108%-ით არის გაზრდილი - გასული წლის პირველ ნახევარში სინგაპურში ექსპორტმა 6.7 მილიონი დოლარი შეადგინა.

საქართველოდან სინგაპურში გასული TOP 10 პროდუქტი - 2026, 6 თვე

საქონელი ათასი აშშ დოლარი ტონა
ნავთობი და ნავთობპროდუქტები 11 878.4 37 932.1
ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები 694.6 21.4
ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი 514.0 0.5
ყავის, ჩაის ან მატეს ექსტრაქტები, ესენციები და კონცენტრატები 352.3 11.3
სპილენძი რაფინირებული და შენადნობები სპილენძისა დაუმუშავებელი 279.1 23.9
საიუვილერო ნაკეთობები ძვირფასი ლითონებისაგან 168.1 0.0
რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი 125.2 28.1
ხილისა და ბოსტნეულის წვენები 97.1 57.9
მზა ან დაკონსერვებული თევზი; ზუთხის ხიზილალა და მისი შემცვლელები 25.4 0.0
საკვოიაჟები, ჩემოდნები, სამგზავრო ხელჩანთა-ჩემოდნები და სხვა 12.5 0.2


იმპორტი

რაც შეეხება იმპორტს, 6 თვეში სინგაპურიდან საქართველოში 14.3 მილიონი დოლარის ღირებულების პროდუქცია შემოვიდა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-ით შემცირებული მაჩვენებელია. გასული წლის იანვარ-ივნისში სინგაპურიდან იმპორტის ღირებულება 15.9 მილიონს გაუტოლდა.

სინგაპურიდან საქართველოში შემოსული TOP 10 პროდუქტი - 2026, 6 თვე

საქონელი ათასი აშშ დოლარი ტონა
მოწყობილობები ჰაერის კონდიცირებისათვის 4 882.8 612.7
გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები 2 200.8 17.1
დიოდები, ტრანზისტორები და ანალოგიური ნახევარგამტარი ხელსაწყოები 1 625.4 746.9
ვაქცინები, სისხლი და იმუნური პროდუქტები 1 548.4 0.1
სამკურნალო საშუალებები დაფასოებული 798.8 6.6
მაცივრები, საყინულეები და სხვა სამაცივრო ან საყინულე მოწყობილობები 769.3 150.7
ნახშირწყალბადების ჰალოგენირებული წარმოებულები 477.3 58.8
ნარევები, რომლებიც შეიცავენ მეთანის, ეთანის და პროპანის ჰალოგენირებულ წარმოებულებს, სხვა ადგილას დაუსახელებელი 335.8 52.2
ნავთობი და ნავთობპროდუქტები 192.3 58.8
მტვერსასრუტები 166.4 5.4


ტურიზმი

საქსტატის თანახმად, 2026 წლის პირველ კვარტალში სინგაპურიდან საქართველოში 316 ვიზიტი დაფიქსირდა, მეორე კვარტალში კი - 530, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შესაბამისად, 34%-ით გაზრდილი და 45%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

აღსანიშნავია, რომ სინგაპურიდან დაფიქსირებული ვიზიტების რაოდენობის მიხედვით, 2025 წელი რეკორდული იყო. ვიზიტების ჯამურმა რაოდენობამ 2 688 შეადგინა, ხოლო ამავე წლის მეორე კვარტალში დაფიქსირდა ყველაზე მაღალი კვარტალური მაჩვენებელი - 950 ტურისტი.

რაც შეეხება პრეპანდემიურ 2019 წელს, რომელიც საქართველოს ტურიზმისთვის რეკორდული იყო, ამ წელს სინგაპურიდან ქვეყანაში 2020 ვიზიტი დაფიქსირდა.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, სინგაპურიდან საქართველოში განხორციელებული FDI ნულოვანია.

ფულადი გზავნილები

სინგაპურიდან საქართველოში გადმორიცხული თანხები წლების მიხედვით სტაბილურად იზრდება. თუ 2024 წელს კვარტალში საშუალოდ 65-70 ათასი დოლარი იგზავნებოდა, 2025 წლის ბოლოდან გზავნილებმა მოიმატა.

განსაკუთრებული ზრდა 2026 წლის პირველ ნახევარში ფიქსირდება, როდესაც მხოლოდ ორ კვარტალში იმაზე მეტი თანხა გადმოირიცხა, ვიდრე მთელი 2025 წლის განმავლობაში.

პერიოდი ფულადი გზავნილები (ათასი აშშ დოლარი)
2024 261.2
2025 345.7
2026, 6 თვე 383.3

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები