მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორია ეკონომიკური კავშირი ჰონგ-კონგთან, სადაც დღეიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ამოქმედდა

ჰონგ-კონგი

დღეიდან, 30 სექტემბრიდან საქართველოს მოქალაქეები ჩინეთის ჰონგ-კონგის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონში უვიზოდ მოგზაურობას შეძლებენ.

ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ 30 დღე შეუძლიათ დაყონ. სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის სტატუსიდან გამომდინარე, ჰონგ-კონგს დამოუკიდებელი საიმიგრაციო და სავიზო პოლიტიკა გააჩნია.

ჰონგ-კონგი ქალაქი-სახელმწიფოა და ამავე დროს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონია, სადაც 7.5 მლნ ადამიანი ცხოვრობს.

BM.GE გთავაზობთ საქართველოს ეკონომიკურ კავშირს ჰონგ-კონგთან რიცხვებსა და ციფრებში.

ვაჭრობა

ჰონგ-კონგთან ვაჭრობა მიმდინარე წლის 8 თვეში 150.8%-ით გაიზარდა და 189.4 მლნ შეადგინა. ზრდა სრულად იმპორტის ხარჯზეა, რადგან 189 მლნ-დან წელს ექსპორტი მხოლოდ 4.4 მლნ აშშ დოლარი იყო. გაზრდილი იმპორტი 185 მლნ აშშ დოლარია.

2024 წლის 8 თვეში საქართველოდან ექსპორტი 28.1%-ით შემცირდა. TOP-5 საექსპორტო პროდუქცია:

  1. კოსმეტიკური, ან კანის მოვლის საშუალებები - $1.5 მლნ;
  2. სპირტიანი სასმელები - $583.3 ათასი;
  3. სუნამოები და ტუალეტის წყალი - $477.4 ათასი;
  4. ყურძნის ნატურალური ღვინოები - $214 ათასი;
  5. კოსტუმები, კომპლექტები, კომბინეზონები, ბრიჯები და შორტები, ქალისა ან გოგონასი - $208.7 ათასი.

8 თვეში იმპორტი 166.7%-ით გაიზარდა. TOP-5 იმპორტირებული სასაქონლო ჯგუფი:

  1. გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - $111 მლნ;
  2. სატელეფონო აპარატები - $14.9 მლნ;
  3. აპარატურა გადამცემი რადიოსატელეფონო, რადიომაუწყებლობისა და ტელევიზიისათვის - $9.07 მლნ;
  4. ნაწილები განკუთვნილი ტელე-რადიო აპარატურისათვის - $3.6 მლნ;
  5. ქემები ელექტრონული ინტეგრალური და მიკროანაწყობები - $2.1 მლნ.

FDI

ჰონგ-კონგიდან ყველაზე მეტი, 4.8 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია საქართველოში 2018 წელს განხორციელდა. გასულ წელს კი, ინვესტიციამ 4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა11.1%-ით ნაკლები გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე.

ტურიზმი

მიმდინარე წლის პირველ ორ კვარტალში, საქართველოში ჩინეთის ჰონგ-კონგიდან 6 ვიზიტი განხორციელდა, რაც 200% ზრდაა, გასული წლის საანგარიშო პერიოდთან შედარებით.

ფულადი გზავნილების მაჩვენებელი ნულოვანია.

ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის 2024 წლის 28 მაისიდან მოქმედებს უვიზო რეჟიმი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში - ჩინეთის ტერიტორიაზე ყოფნის ვადა 30 დღეს არ უნდა აღემატებოდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები