უნგრეთის არჩევნების შედეგები ნათელია - ხმების 98%-ზე მეტის დათვლის შემდეგ, პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის 16-წლიანი მმართველობა დასრულდა. ქვეყანას სათავეში პროდასავლური პარტია "ტისა" (Tisza) და მისი ლიდერი, პეტერ მადიარი ჩაუდგებიან.
BM.GE დაინტერესდა, როგორია საქართველოს ეკონომიკური კავშირები ქვეყანასთან, რომელსაც ვიქტორ ორბანის მთავრობა აღარ უხელმძღვანელებს.
ვაჭრობა
2026 წლის 2 თვეში, საქართველო-უნგრეთს შორის ვაჭრობამ 16.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, 2025 წელს კი ბრუნვა 104 მლნ დოლარს აღემატებოდა.
სავაჭრო ბრუნვაში საქართველოდან ექსპორტს მცირე წილი უკავია, 2025 წლის მონაცემებით, 2.7 მილიონი დოლარი. თითქმის 14 მილიონი დოლარი კი იმპორტზე მოდის.
უნგრეთში მთავარი საექსპორტო საქონელი ხის ფანერები და ტანსაცმლის ნაწარმია. მთავარი საიმპორტო საქონელი კი სამკურნალო საშუალებები და ხორცპროდუქტები.
2025 წელს უნგრეთში ექსპორტირებული TOP 5 საქონელი:
- მზა ნაწარმი სხვა, ტანსაცმლის თარგების ჩათვლით - 624 ათასი აშშ დოლარი
- სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით - 276 700 აშშ დოლარი
- ფანერა დაწებებული, პანელები ხის დაფანერებული და ანალოგიური მასალები შერეული მერქნისაგან - 250 700 აშშ დოლარი
- ხილისა და ბოსტნეულის წვენები - 236 700 აშშ დოლარი
- პულტები, პანელები, კონსოლები, მაგიდები, გამანაწილებელი ფარები - 231 100 აშშ დოლარი
2025 წელს უნგრეთიდან იმპორტირებული TOP 5 საქონელი:
- სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 59.5 მლნ აშშ დოლარი
- წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - 2.7 მლნ აშშ დოლარი
- საშუალებები პირის ღრუს ან კბილების ჰიგიენისათვის - 2.7 მლნ აშშ დოლარი
- მსუბუქი ავტომობილები - 2.6 მლნ აშშ დოლარი
- საოფისე მოწყობილობები - 2.2 მლნ აშშ დოლარი
ტურიზმი
2025 წელს უნგრეთიდან საქართველოს 8899 ვიზიტორი ეწვია, 26%-ით მეტი, ვიდრე 2024-ში. შესაბამისად, შენარჩუნდა უნგრეთიდან ტურისტული ნაკადების ზრდის ტემპი და 2025 წელს მან პანდემიამდელ, 2019 წლის რეკორდსაც გადააჭარბა. მაშინ ქვეყანას უნგრეთიდან 7778 ვიზიტორი ჰყავდა.
ბოლო რამდენიმე წლის სტატისტიკა შემდეგნაირია:
- 2024 წელს - 7052 ვიზიტორი;
- 2023 წელს - 6658 ვიზიტორი;
- 2022 წელს - 4,032 ვიზიტორი
- 2021 წელი - 3,548 ვიზიტორი.
FDI
უნგრეთიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მწირია. საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს უნგრეთიდან FDI-ს მაჩვენებელი უარყოფითი იყო (-3.09 მლნ აშშ დოლარი).
უარყოფითი იყო ინვესტიციების მაჩვენებელი 2024 წელსაც (-3,440.2 ათასი აშშ დოლარი). მანამდე, 2023 წელს კი - 1,2 მლნ აშშ დოლარი, 2022 წელს კი - 2,6 მლნ აშშ დოლარი.
ფულადი გზავნილები
რაც შეეხება ფულად გზავნილებს, წლის პირველ კვარტალში უნგრეთიდან 201 100 აშშ დოლარი გადმოირიცხა. ეს მაჩვენებლები შემცირებულია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან (273 400 აშშ დოლარი) შედარებით.
ხოლო გასულ წელს ჯამურად, ამ ქვეყნიდან გადმორიცხულმა ფულადმა გზავნილებმა 1.24 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, მაშინ როცა 2024 წელს ეს მაჩვენებელი 1.3 მლნ აშშ დოლარი იყო, 2023 წელს კი - 5.3 მლნ აშშ დოლარი.




























