2020 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან 1 722.6 ათასი ფრთა ფრინველის ექსპორტი განხორციელდა. ამის შესახებ წინასწარ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
რაც შეეხება მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს, პირველ კვარტალში ექსპორტის მაჩენებელმა 16.2 ათასი შეადგინა, ცხვარისა და თხის ექსპორტმა კი 8.7 ათასი.
რაც შეეხება ცოცხალი პირუტყვისა და ფრინველის ექსპორტის მაჩვენებლებს, 2020 წლის პირველ კვარტალში და ასევე 2019 წელს, შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ ცხრილში: