მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორია განახლებული აბასთუმნის ობსერვატორია, რომელზეც 4.5 მლნ დაიხარჯა - ფოტო

5e37f6ae51dff
ვიქტორია მღებრიშვილი
03.02.20 14:35
4981
კურორტ აბასთუმანში ობსერვატორიის მშენებლობაზე 4.5 მლნ ლარი დაიხარჯა, - ამის შესახებ BM.GE-ის მუნიციპალური განვითარების ფონდში განუცხადეს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, აბასთუმნის ობსერვატორიის რეაბილიტაცია დასრულდა.

„ობსერვატორია დამატებით ფუნქციას შეიძენს, მასში განთავსდება ვიზიტორთა საინფორმაციო ცენტრი, კაფე, მოეწყობა საგამოფენო და სამუშაო სივრცე და აღდგება არსებული ბიბლიოთეკა.

კეთილმოეწყო ობსერვატორიის მიმდებარე ტერიტორია“, - წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.



ცნობისთვის, აბასთუმანში ობსერვატორია 1932 წელს აკადემიკოსმა ევგენი ხარაძემ დააარსა და ის პირველი სამთო ასტროფიზიკური დაწესებულებაა ობსერვატორიას წელიწადში, დაახლოებით, 10 ათასი ტურისტი სტუმრობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები