მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორია ინფლაციური მოლოდინები?

საქართველოში, ხანგრძლივ პერიოდში, სამომხმარებლო ფასების დონის მაღალი ზრდის ტემპის შემდეგ, 2024 წელს ინფლაციის დონე შედარებით დაბალი იყო. წლის განმავლობაში, ფასების დონე სამომხმარებლო კალათის სასაქონლო ჯგუფებში არაერთგვაროვნად იცვლებოდა. ყველაზე დიდი წონის მქონე სასაქონლო ჯგუფში - სურსათში - ფასების დონე წლის დასაწყისში მცირდებოდა, ხოლო წლის ბოლოს სწრაფად იზრდებოდა. ეს განსაკუთრებით აისახება დაბალშემოსავლიანი ოჯახების მდგომარეობაზე, რადგან მათ მოხმარებაში სურსათს უფრო დიდი წილი უჭირავს. მომავალში სავარაუდოა ფასების საერთო დონის უფრო სწრაფი ზრდა. ეს მოლოდინი გატარებულ პოლიტიკასა და გასული წლის მიწურულს ინფლაციის ტემპის აჩქარებას ეფუძნება. ამ ინფორმაციას კვლევითი ინსტიტუტი, გნომონ ვაისის სამომხმარებლო ფასების დინამიკის დოკუმენტი შეიცავს.

სტუმარი: ეგნატე შამუგია - Gnomon Wise-ის მკვლევარი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები