მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორია ჯორჯო არმანის ისტორია, რომელმაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდი შექმნა

არმანი
04.09.25 23:00
567

ავტორი: სალომე ზაალიშვილი

ცნობილი იტალიელი მოდის დიზაინერი ჯორჯო არმანი გარდაიცვალა. არმანი კომპანია Armani Group-ის ერთადერთი მეწილე იყო და იგი აქტიურად იღებდა ბრენდის მართვაში მონაწილეობას, ბოლო პერიოდში მუშაობდა არაერთ პროექტზე, მათ შორის მილანის მოდების კვირეულისთვის დაგეგმილ ღონისძიებაზე, რომელიც ბრენდის 50 წლის იუბილეს აღნიშნავდა.

არმანის მიერ შექმნილი ბრენდი დღეს 10.5 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული და იგი აერთიანებს ავეჯის, პარფიუმერიის მიმართულებას, ბარებს, რესტორნებს, სასტუმროებს და კალათბურთის კლუბ “ოლიმპია მილანოს”.

იტალიის მოდის ისტორიაში უდავოდ ყველაზე წარმატებული დიზაინერი, ჯორჯო არმანი, გარკვეული დროის განმავლობაში ავადმყოფობდა და მის კარიერაში პირველად მიმდინარე წლის ივნისში იძულებული გახდა მილანში ჩატარებულ მამაკაცების მოდების ჩვენებაზე არ გამოსულიყო პუბლიკის წინაშე.

დიზაინერმა ბიზნესი 1975 წელს დაიწყო, რომელიც საკუთარი “ფოლკსვაგენ ბითლის” გაყიდვით დააფინანსა. ერთ დროს პატარა კომპანიის მსოფლიო ბრენდამდე აღზევებას არმანიმ სულ რაღაც 7 წელი მოანდომა და უკვე 1982 წელს ჟურნალ Time-ის გარეკანზეა, რაც ამ დროს სწორედ მსოფლიო აღიარებას ნიშნავდა.

არმანის ბრენდს წლიურად საშუალოდ ორ მილიარდზე მეტი შემოსავალი უფიქსირდება და მსოფლიოს მაშტაბით 8000 თანამშრობელს ასაქმებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები