მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორია „კასს ლენდის“ გეგმები წალკის კანიონზე წელს?

2023 წელს საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 1 076 574 ვიზიტორი ეწვია, რაც 2022 წლის მონაცემებთან შედარებით 19%-ითაა გაზრდილი, ხოლო 2019 წლის მონაცემებთან შედარებით 90%-ით არის აღდგენილი.

BM.GE-ს მიერ სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციით, გასული წლის ვიზიტორთა შორის 42% ქართველია, შესაბამისად 58% უცხოელი იყო. 2023 წელს უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა 2022 წლის მონაცემებთან შედარებით 28%-იან ზრდას აჩვენებდა.

სააგენტოს ცნობით, უცხოელ ვიზიტორთა შორის ყველაზე მეტად ბელარუსის, ყაზახეთის, ისრაელის, რუსეთის და პოლონეთის მოქალაქეები ჭარბობდნენ.

ვიზიტორების მხრიდან ყველაზე მეტად მონახულებადი დაცული ტერიტორიების რეიტინგი კი ასეთია: პრომეთეს მღვიმე, მარტვილის კანიონი, სათაფლია, მტირალას ეროვნულ პარკი, წალკის კანიონი.

საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე შესასვლელი ბილეთის ფასი მიმდინარე წლის 1 მარტიდან იზრდება. ზრდა საქართველოს მოქალაქეებისთვის დაახლოებით 2 ლარის ფარგლებშია. მაგ. სათაფლიაში შესვლა 8 ლარის ნაცვლად 10 ლარი გახდება, მარტვილის კანიონზე 10.35-დან 12 ლარი. ფასები საშუალოდ 3 ლარით გაიზრდება უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვისაც.

როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტოში განმარტავენ, ბილეთების ფასების ცვლილება აუცილებელია ეფექტიანობის გაზრდისთვის როგორც გარემოსდაცვითი მიმართულებით, ისე ეკოტურიზმის განვითარების კუთხით.

სტუმარი: ეკატერინე თორდია - Kass Group-ის გენერალური დირექტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები