ინფიცირების შემთხვევები იმატებს, თუმცა სიკვდილიანობაში პროპორციული მატება არ ჩანს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„სიკვდილობის მაჩვენებელი უცვლელად გვაქვს 1.37%. შემთხვევების რაოდენობა იმატებს, თუმცა პროპორციული მატება სიკვდილობაში არ ჩანს, რაც არის ნიშანი იმისი, რომ განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებთან საქმე არ გვაქვს.
თუმცა მაჩვენებელი მაღალია და საყურადღებო. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი პრევენცია, ვაქცინაცია და ის, რომ შემთხვევები შემცირდეს. ის, რომ რომელიც ჯგუფში განსაკუთრებით შეიცვალა სიკვდილობის მაჩვენებლები, ასე არ არის“, - განაცხადა გაბუნიამ.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, კორონავირუსს კიდევ 38 ადამიანი ემსხვერპლა.




























