Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის თანახმად, პლანეტის 20 ყველაზე მდიდარი ადამიანიდან 14 ამერიკელია. მათი ქონების საერთო ღირებულება $2.1 ტრილიონს აღწევს, რაც ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკური წარმოების 7.5%-ია.
ბიძინა ივანიშვილის ქონება კი $7.6 მილიარდად არის შეფასებული, რაც ქვეყნის მშპ-ს მეოთხედია - ასე იწყება გავლენიანი ამერიკული გამოცემა POLITICO-ს სტატია სათაურით: "კაცი, რომელმაც ქვეყანა იყიდა".
სტატია 24 ოქტომბრით თარიღდება და საქართველოში წინასაარჩევნო გარემოა მიმოხილული. ავტორები ასევე განმარტავენ, როგორ მოვიდა ივანიშვილი ძალაუფლებაში, რა ქონებას ფლობს ქვეყნის ოლიგარქი მმართველი და როგორ ცვლის იგი საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს.
POLITICO-ს სტატიას თან ვიზუალიზაციაც ახლავს, რომელზეც ასახულია მსოფლიოს top 5 ქვეყანა, მილიარდერი მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, მათი ქონების ოდენობა ქვეყნის მშპ-სთან შედარებით, და ბიძინა ივანიშვილის ქონების მოცულობა, საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტთან შედარებით.
საქართველო:
მილიარდერთა რაოდენობა: 1
მილიარდერთა ქონება 2023 წლის მშპ-ის წილის სახით: 24.8%
ამერიკის შეერთებული შტატების შემთხვევაში, ქვეყანას 187 მილიარდერი ჰყავს, რომელთა ქონების საერთო ღირებულება აშშ-ის მთლიანი შიდა პროდუქტის 16.8%-ის ეკვივალენტია.
ჩინეთში, სადაც 52 მილიარდერი ცხოვრობს, მათი ქონება ქვეყნის შიდა პროდუქტის მხოლოდ 4.2%-ს უდრის.
რუსეთი, 25 მილიარდერი, ქონების წილი მშპ-დან: 17.7%
ინდოეთი, 25 მილიარდერი, ქონების ღირებულება მთლიანი შიდა პროდუქტის 17.6%-ია.
გერმანია, 19 მილიარდერი, ქონება, როგორც მშპ-ს წილი: 7.7%