2023 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 5.5 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 15.6 პროცენტი შეადგინა.
საქსტატის ბოლო ანგარიშის მიხედვით, ზრდა ეხება თბილისში არსებულ როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს. კერძოდ, მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა საცხოვრებელი ბინების სეგმენტში 5.2 პროცენტი, კერძო სახლების სეგმენტში კი 6.2% იყო.
თუ მონაცემებს გასული წლის ანალოგიურ პერიოდს შევადარებთ, ვნახავთ რომ ბინებზე ზრდა 15.7 პროცენტი, ხოლო კერძო სახლებზე 13.4 პროცენტია.
სტუმარი: თინათინ სამყურაშვილი - კომპანია “დიდოსტატის" დამფუძნებელი;