მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორია მოთხოვნა ხის კოტეჯებზე?

სამეგრელოში, ზუგდიდში მდებარე ხის კოტეჯებისა და სახლების საწარმო „კოტეჯები სამეგრელო ჯგუფი“ მიმდინარე წელს კონვეინური მიმართულების ამოქმედებას გეგმავს. ამის შესახებ BM.GE-ის კომპანიაში განუცხადეს.

კომპანიაში ხის კოტეჯები და სახლები სკანდინავიური, კარკასული მეთოდით შენდება, ხოლო მიმდინარე წელს, გადასატანი, ასაწყობი სახლების წარმოება იგეგმება. შესაბამისად, მომხმარებელს შეეძლება საწარმოდან ასაწყობი სახლი წაიღოს, რომელსაც თავად ააწყობს, ან კომპანია თავად უზრუნველყოფს ამ სახლის აწყობას. ამ ეტაპზე, ხის კოტეჯებისა და სახლების მინიმალური კვადრატულობა 40 კვ.მ-დან იწყება და კვადრატულის ღირებულება განისაზღვრება იმით, თუ სად უნდა აშენდეს კოტეჯი. თუმცა, მისი მინიმალური ღირებულება $280-დან იწყება.

სტუმარი: გიორგი შამუგია - „კოტეჯები სამეგრელო ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები