მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის ზრდის ტენდენცია ფიქსირდება. 2026 წლის 12 აგვისტოს მიმდინარე სავაჭრო სესიის მონაცემებით, ნედლი ნავთობის ფასი 0.16%-ით გაიზარდა და ბარელზე 83.32 დოლარი შეადგინა.
ანალოგიური, 0.16%-იანი ზრდა ფიქსირდება Brent-ის ტიპის ნავთობზეც, რის შედეგადაც ერთი ბარელის ღირებულება 89.05 დოლარს უტოლდება.
რაც შეეხება რუსულ Urals-ს, მისი ფასი წინა მაჩვენებელთან შედარებით 2.98%-ით არის გაზრდილი და 84.31 დოლარს შეადგენს.
საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის ფასის ფორმირებაზე გავლენას კვლავ გეოპოლიტიკური ფაქტორები, მათ შორის ირანისა და აშშ-ის ურთიერთობები და ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება ახდენს.
რეგიონში მიმდინარე პროცესები, კონფლიქტის ესკალაციის მოლოდინები და მიწოდების ჯაჭვში შესაძლო შეფერხებები ინვესტორებისთვის კვლავ საყურადღებოა. განსაკუთრებით კი, საკვანძო მარშრუტებთან დაკავშირებული არასტაბილური ვითარება საერთაშორისო ბაზრისთვის ფასების რყევის მთავარ განმაპირობებელ მიზეზად რჩება.




























