როგორია ნუშის მწარმოებლების პროგნოზი ახალ სეზონზე?
BM.GE
31.03.23 08:53
• 258
ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ ნუშის მოსავლიანობა იზრდება და წელს ზრდა საბოლოო რიცხვებში საგრძნობი იქნება. მისივე თქმით, წელს საექსპორტო სამიზნე ბაზრები აზერბაიჯანი, სომხეთი და თურქეთი იქნება, ხოლო ახალი ქვეყნებიდან გალფის ქვეყნებს აითვისებენ. 2022 წელს საქართველომ საერთაშორისო ბაზარზე ნუშის გაყიდვით 2.23 მლნ დოლარის საექსპორტო შემოსავალი მიიღო. ჯამში გასულ წელს ნუშის ექსპორტი 14 ქვეყანაში განხორციელდა. საექსპორტო ბაზრებს შორის კი მოხვდნენ სომხეთი, ფინეთი, საფრანგეთი, პოლონეთი. როგორია ქართველი ნუშის მწარმოებლების მოლოდინები 2023 წელს?