მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორია OpenAI-ის უახლესი მოდელი, Sora AI?

Sora AI

მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ხელოვნური ინტელექტის, ChatGPT-ის შემქმნელმა OpenAI-მ ოფიციალურად წარმოადგინა უახლესი AI-მოდელი, Sora AI. ხელოვნური ინტელექტი, რომელიც DALL-E 3-ის ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს ეფუძნება, მომხმარებელს ტექსტის საფუძველზე მაღალი ხარისხის ვიდეოს შექმნის საშუალებას აძლევს.

ამ დროისთვის, Sora AI-ის გამოყენება ChatGPT-ის ფასიანი ვერსიის გამომწერებს შეუძლიათ, მაგრამ გამორიცხული არ არის, რომ ტექნოლოგიის განვითარებასთან და გაიაფებასთან ერთად, AI-ის მიერ ვიდეოების გენერირება ისეთივე ყოველდღიურ საქმიანობად იქცეს, როგორც დღეს Google-ის საძიებო სისტემის გამოყენებაა.

Sora AI-სთან ერთად, OpenAI-მ ChatGPT-ის გამოწერის ახალი, უფრო პრემიული მოდელი წარმოადგინა, რომელიც თვეში $200 ღირს, ანუ ჩვეულებრივ პაკეტზე ათჯერ ძვირი. როგორც OpenAI-ში ამბობენ, ChatGPT Pro შექმნილია მკვლევრებისთვის, ინჟინრებისთვის და პროფესიონალებისთვის, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტს ყოველდღიურად და თან, დიდი დატვირთვით იყენებენ. მთავარი განსხვავება, რომელსაც მოდელებს შორის ვხვდებით, AI-ის გამოყენების ლიმიტებია. SoraAI-ის შემთხვევაში, ChatGPT Plus-ის მომხმარებლებს მხოლოდ ორმოცდაათ ხუთწამიანი ვიდეოს შექმნა შეუძლიათ, როცა ChatGPT Pro-სთვის ლიმიტი არ არის დაწესებული.

გენერაციული ხელოვნური ინტელექტი Sora AI სემ ოლტმენტის კომპანიამ ჯერ კიდევ თებერვალში წარმოადგინა, როცა პროდუქტთან ერთად რამდენიმე მაღალი ხარისხის ვიდეო გაავრცელა. ამ ვიდეოებმა ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში ჭეშმარიტი ფურორი გამოიწვია, მაგრამ ვიდეოები, რომელთაც კრეატორები დღეს ქმნიან, გაცილებით დახვეწილია, რაც ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის განვითარებას და საწარმოო სიმძლავრეების გაზრდას უკავშირდება. ამასთან, Sora AI-ის მიერ გენერირებული ვიდეოები გაცილებით რეალისტური გახდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები