საქართველოში საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტ Log in Georgia-s განმახორციელებელი სახელმწიფო კომპანია „ოუფენ ნეტის“ დირექტორის მარიამ სულაბერიძის განცხადებით, საყოველთაო ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის აშენებით, სახელმწიფო მაქსიმალურად ცდილობს, კერძო ტელეკომ-ოპერატორებს ბიზნესის განვითარებაში ხელი შეუწყოს.
ამის შესახებ მან BMG-სთან ინტერვიუში განაცხადა და იმედი გამოთქვა, რომ 2025 წლის ბოლოსთვის 5000 კმ ოპტიკურ-ბოჭკოვანის მაგისტრალის მშენებლობას დასრულდება.
- 2020-2023 წლებში 800 კმ-ზე მეტი სიგრძის კაბელი აშენდა. სახელმწიფო პროგრამა მაქსიმალურად ხელს უწყობს კერძო ოპერატორებს, რომ განავითარონ თავისი ბიზნესი. მოგეხსენებათ, მშენებლობის დასრულების შემდეგ, „ოუფენ ნეტი“ კი არ აწვდის მოსახლეობას ინტერნეტმომსახურებას, არამედ ტელეკომ-ოპერატორებს ეძლევათ საშუალება, ჩვენი ინფრასტრუქტურის დახმარებით, საბოლოო მომხმარებლამდე მივიდნენ. სამიზნე გეოგრაფიულ არეალებში სამუშაოების დაწყების წინ და შემდეგაც, კერძო ოპერატორებთან ხშირი კომუნიკაცია გვაქვს...
- როგორია „ოუფენ ნეტის“ მაგისტრალზე წვდომის კრიტერიუმები და სერვისის ფასი?
- „ოუფენ ნეტი“ ნებისმიერ ავტორიზებულ ტელეკომ-ოპერატორს აძლევს შესაძლებლობას, ისარგებლოს მაგისტრალზე ღია დაშვების მომსახურებით და მივიდეს საბოლოო მომხმარებლამდე. რაც შეეხება „ოუფენ ნეტი“-ს მომსახურების ტარიფებს ჩვენ ვსარგებლობთ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ამ ეტაპზე რეკომენდებული ტარიფით (ფასები მოცემულია გადასახადების გარეშე): ა) მონაცემთა ტრანსპორტირება - 1Mb/ps – 0.4-დან 0.7 ლარამდე; ბ) ოპტიკურ-ბოჭკოვანი ძარღვი - 1 კმ. – 10.2 ლარი.
სამ წელიწადში 800 კმ მაგისტრალი აშენდა, დარჩენილია 4200 კმ - როგორია ინტერნეტიზაციის ტემპი?