ქართულ ადგილობრივ მწარმოებლებს, განსაკუთრებით დატვირთული პერიოდი, სწორედ ახლა, დეკემბრის პერიოდში აქვთ, რადგან წინასაახალწლო სამზადისი, დამატებით შრომას და რესურსს მოითხოვს. ჩირს, ჩურჩხელას, ტყლაპს - ანუ, სეზონურ პროდუქტს, ზამთარში და მითუმეტეს საახალწლოდ განსაკუთრებული ადგილი უჭირავს, საქართველო კი ამ მხრივ განებივრებულია. აჭარის მთებში, ქედაში წლების წინ გახსნილი მშრალი ხილის საწარმო კერკი მომხმარებლებს სხვადასხვა ასორტიმენტს სთავაზობს, მათ შორის სასაჩუქრე შეფუთვებს, რომელიც ახალი წლის განუყოფელი ნაწილი გახდა.
სტუმარი: ესმა ხალვაში - ქართული მშრალი ხილის საწარმო "კერკის" კომერციული დირექტორი;