მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორია "გუნდას" განვითარების გეგმები?

BM.GE
07.09.22 12:33
249
თბილისში, 10 სექტემბერს ქსელური არტიზანული სახაჭაპურე „გუნდას“ პირველი ობიექტი იხსნება, რომელსაც საერთაშორისო დონეზე, მეგაპოლისებში პიცერიებთან კონკურენციის ამბიცია აქვს. სტანდარტიზირებული სახაჭაპურე ქსელი „გუნდა“ მომხმარებელს და უბრალოდ ხაჭაპურის მოყვარულებს ყველის სახეობების, ხორბლის ენდემური ჯიშების, ცხობის ტექნოლოგიის, ეკო და რეგიონული გასტრონომიის მიხედვით თავდაპირველად 25-ზე მეტი სახეობის ხაჭაპურს შესთავაზებს. BM.GE-სთან საუბრისას არტიზანული სახაჭაპურის იდეის ავტორი ლალი პაპაშვილი და პროექტის ერთ-ერთი პარტნიორი ლევან ქოქიაშვილი აღნიშნავენ, რომ ამ კონცეფციის სახაჭაპურის შექმნის იდეა 5 წლის წინ გაჩნდა და „გუნდას“ დაფინანსებით საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის მიერ ყველის და რეგიონებში ხაჭაპურის სხვადასხვა სახეობის კვლევის შედეგად სახაჭაპურის გახსნის გადაწყვეტილებაც მიიღეს. 

სტუმარი: ლევან ქოქიაშვილი - "საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია", აღმასრულებელი დირექტორი, არტიზანული სახაჭაპურე "გუნდა", დამფუძნებელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები