„კოლორ პაკი“ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პოლიგრაფიული საწარმოა რეგიონში, რომელიც მიმდინარე წელს ახალი 6000 კვ.მ, სამ სართულიანი საწარმოო შენობის დამატებას და ამასთან მზის პანელების სიმძლავრეების გაზრდას გეგმავს - ამ და სხვა უახლოეს მიზნებზე BMGtv-ის გადაცემაში "ბიზნესის კვირეული" ”ფავორიტი სტილის” ფინანსისტი & “კოლორ პაკი”, გენერალური დირექტორი სანდრო გახელძე საუბრობს.
მისი თქმით, გასული წელი კომპანიისთვის ძალიან წარმატებული იყო, წლის ბოლოს, მოახერხეს ექსპორტზე აშშ-შიც გასულიყვნენ. ასევე, კომპანიას საექსპრტო მოლაპარაკებები აქვს ევროპის რადენიმე ქვეყანასთან და უკვე ტრადიციული, სტაბილური გაყიდვები სომხეთსა და აზერბაიჯანში.
" ფავორიტი კოლორ ჯგუფმა 2023 წელი დავხურეთ 10 მლნ ლარის ინვესტირებით და ეს მოხმარდა მანქანა-დანადგარების გადაიარაღებას და ახალი სიმძლავრეების შემოტანას. მიმდინარე წელს, დაგეგმილი გვაქვს და უკვე პროცესში ახალი შენობა-ნაგებობების მშენებლობა. ეს არის 6 000 კვ.მ საწარმოო სიმძლავრეებისთვის განკუთვნილი სამ სართულიანი შენობა, რომელიც მაისის ბოლოს გაეშვება ექსპლუატაციაში. სწორედ ამ შენობისთვის გვაქვს მიმდინარე წელს დაგეგმილი. ასევე ამ შენობა ნაგებობებზე მიმდინარე დასრულებული პროექტი გვაქვს მზის პანელების, მწვანე პროექტი. რაც 500 კვტ სადგურია და ვგეგმავთ ჩვენს სახურავებზე დამატებით 1 000 კვ.ტ ს სიმძლავრეების განთავსებას, რაც დამატებით შესაძლებლობებს გვაძლევს, რომ ვიზრუნოთ როგორც გარემოზე, ისევე საკუთარ ენერგოეფექტურობაზე, რადგან 30-40%-ის ეკონომიას მოგვცემს ჯამურად" - განაცხადა გახელაძემ.