მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორია საჯარო სკოლებში დისტანციური სწავლების ეფექტიანობა? - აუდიტის ანგარიში

BM.GE
09.05.22 09:34
614
რამდენიმე დღის წინ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, სებასტიან მოლინეუსმა თქვა, რომ კორონავირუსის პანდემიის პერიოდში სკოლების დახურვის გამო, შესაძლებელია, 12-წლიანი სწავლება ხარისხით 7,4- წლიან სწავლებას გაუტოლდეს. მისივე შეფასებით, შესაძლოა, სკოლების დახურვამ ასევე გამოიწვიოს საქართველოს შედეგის 8 ქულით შემცირება PISA-ს საერთაშორისო შეფასებებში. 

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, COVID-19-ის პანდემიამ განათლების სისტემა ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა და სამსახურის მიერ ჩატარებული ეფექტიანობის აუდიტის მიხედვით, რომელიც იმის დასადგენად ჩატარდა, რამდენად უზრუნველყოფილი იყო საჯარო სკოლებში დისტანციური სწავლების ეფექტიანად წარმართვა. 

აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობა, რადგან ქვეყნის მასშტაბით მოსწავლეების გარკვეულ ნაწილს არ გააჩნია დისტანციური სწავლებისთვის საჭირო რესურსები − კომპიუტერები და ინტერნეტი. 

პრობლემა იყო ცალკეული საგნის პედაგოგებსი მხრიდან ერთდროულად რამდენიმე საგნის მასწავლებლობა, მათ შორის ისეთის რომელშიც შესაბამისი კომპეტენცია არ ჰქონდათ. 

რა წინაპირობებია საჭირო იმისთვის, რომ საგანგებო მდგომარეობების დროს განათლება იყოს უწყვეტი ყველა მოსწავლისთვის და როგორ უნდა გაუმჯობესდეს განათლების ხელმისაწვდომობა, − რა მიგნებები აქვს სახელმწიფო აუდიტორებს და რა რეკომენდაციები მოამზადეს განათლების სამინისტროსთვის? 

სტუმარი: მარიამ ზაალიშვილი - სახელწიფო აუდიტის სამსახურის სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;





გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები