მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორია საქართველოში არასრულწლოვანთა კოვიდვაქცინაციის სტატისტიკა?

623ed3dbde5f8
ალა ისპირიანი
26.03.22 12:50
1030
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სტატისტიკის მიხედვით, 12-15 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 4 109 (2.32%) სრულად აცრილია - 3 251 (1.83%), ხოლო 16-17 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 12 588 (15.52%) სრულად აცრილია- 11 144 (13.74%).

რაც შეეხება სრულ სტატისტიკას, 26 მარტის მონაცემებით სრულად 1 255 632 ადამიანია ვაქცინირებული, ბუსტერ დოზით აცრილთა რაოდენობა კი 234 467 შეადგენს.

„26 მარტის მონაცემებით სულ 2 851 946 აცრაა ჩატარებული, საიდანაც მინიმუმ 1 დოზით 1 358 789 ვაქცინირებულია, >18 ასაკის მოსახლეობის 47.3%.

სრულად ვაქცინირებულია 1 255 632 ადამიანი, >18 ასაკის მოსახლეობის 43.7%.

ბუსტერ დოზით კი აცრილთა რაოდენობა 234 467 შეადგენს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მხოლოდ 25 მარტს, ჯამში 1 648 აცრა ჩატარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები