მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორია საქართველოში ჯინის კოეფიციენტი?

ხალხი

საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს წინა წელთან შედარებით, ჯინის კოეფიციენტი როგორც მთლიანი შემოსავლების, ასევე მთლიანი სახსრების მიხედვით, შემცირდა 0.02-ით და 0.35 შეადგინა, ხოლო მთლიანი სამომხმარებლო ხარჯების და მთლიანი ხარჯების მიხედვით არ შეცვლილა და 0.36 და 0.40 დარჩა.

ჯინის კოეფიციენტი მოსახლეობაში შემოსავლების გადანაწილების დონის მაჩვენებელია და როგორც შემოსავლების, ისე დანახარჯების შესწავლით ითვლება. კოეფიციენტი 0-დან 1-ის ჩათვლით მნიშვნელობას იღებს. რაც უფრო ახლოსაა 0-თან მისი მნიშვნელობა, მით ნაკლებია უთანაბრობა, ხოლო რაც უფრო ახლოსაა 1-თან, მით უფრო დიდია უთანაბრობა.

მაგალითად, თუ ყველას მეტ-ნაკლებად ერთი და იგივე შემოსავალი აქვს, ჯინის კოეფიციენტი იქნება 0-თან ახლოს, ხოლო როდესაც მოსახლეობაში ბევრია დაბალი შემოსავლის მქონე და ცოტაა ძალიან მაღალი შემოსავლის მქონე მოსახლეობა, ჯინის კოეფიციენტის მნიშვნელობა მიუახლოვდება 1-ს.

საქსტატი ჯინის კოეფიციენტს შემდეგი ექვსი მაჩვენებლისთვის ითვლის: მთლიანი შემოსავლები, მთლიანი ფულადი სახსრები, მთლიანი სახსრები, მთლიანი სამომხმარებლო ხარჯები, მთლიანი ფულადი ხარჯები და მთლიანი ხარჯები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები