საქართველოში განთავსების ობიექტების ევროპული სტანდარტიზაციის დანერგვის პროცესი რამდენიმე თვეა დაიწყო. პროექტს საქართველოში Horeca Hotel Star Georgia ახორციელებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, სასტუმროების მხრიდან ოფიციალური შეფასებების მიღებაზე საკმაოდ მაღალი მოთხოვნაა. ამ დროისათვის კი შესაბამისი სტატუსი 40-მდე სასტუმროს აქვს მინიჭებული. რაზეა მოთხოვნა და რამდენად აკმაყოფილებენ ქვეყანაში მოქმედი განთავსების ობიექტები ევროპულ სტანდარტებს?
სტუმარი: ქეთი მელაძე - Horeca Hotel Star Georgia-ს პრეზიდენტი;