მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორია სებ-ის და აუდიტის სამსახურის შეფასებები 2024 წლის ბიუჯეტში ცვლილებებზე?

საო აუდიტი

ეროვნულ ბანკს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების პროექტზე რაიმე კომენტარი ან შენიშვნა არ აქვს. ამის შესახებ "ქართული ოცნების" პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დოკუმენტის გაცნობისას ეროვნული ბანკი ორ ძირითად პარამეტრს უყურებს: ფისკალური დეფიციტის დონეს და მთავრობის ვალიდ პროცენტულ ფარდობას მშპ-სთან. თურნავას თქმით, ორივე მაჩვენებლის მიხედვით მდგრადი დონეა შენარჩუნებული.

"საქართველოს ეროვნულ ბანკს წარმოდგენილ დოკუმენტზე, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, რაიმე კომენტარი და შენიშვნა არ გაგვაჩნია",- განაცხადა თურნავამ.

თავის მხრივ, საკითხზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა წარმოადგინა გენერალურმა აუდიტორმა ცოტნე ყავლაშვილმა, რომელმაც რამდენიმე შენიშვნა გააჟღერა:

  • საყურადღებოა, რომ ცვლილებების პროექტს არ ახლავს მაკროეკონომიკური სცენარების ანალიზის განახლებული დოკუმენტი;
  • მხარჯავი დაწესებულებებისთვის განსაზღვრული 138 პროგრამიდან დაფინანსება ეცვლება 40 პროგრამას, მათ შორის 26-ის შემთხვევაში ასიგნებები მატულობს ჯამურად 1.1 მლრდ ლარით, ხოლო 14 პროგრამის ასიგნებები მცირდება 193 მლნ ლარით. საყურადღებოა, რომ პროგრამების დაფინანსების ცვლილების არსებითი ხასიათის მიუხედავად, არ განახლებულა პროგრამული ბიუჯეტის დანართი და შესაბამისად, ვერ ხერხდება იმის დადგენა, თუ რა გავლენა ექნება დაფინანსების ცვლილებას შესაბამისი პროგრამებისა და ქვეპროგრამების მოსალოდნელი შედეგების სამიზნე მაჩვენებლებზე.
  • ასევე, მნიშვნელოვნად ეცვლება დაფინანსება კაპიტალური პროექტების ნაწილს, თუმცა კანონპროექტს არ ახლავს განახლებული კაპიტალური პროექტების დანართი.
  • კანონპროექტთან ერთად, არ მომხდარა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებისა და ააიპების ფინანსური მაჩვენებლების შესახებ განახლებული ინფორმაციის წარმოდგენა.

"ქართული ოცნების" დეპუტატებს კითხვები არც ერთი გამომვლელისთვის დაუსვამთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები