"შუა დერეფნის პროექტს დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ რეგიონული თუ სუბ-რეგიონული დაკავშირებადობის, არამედ, უფრო ფართოდ - გლობალურ ეკონომიკაში მეტი ინტეგრაციის და სავაჭრო მარშრუტების დივერსიფიკაციისთვის" - ასე უპასუხა ADB-ის პრეზიდენტმა მასატო კანდამ BMG-ის კითხვას შუა დერეფნის პერსპექტივაზე ბანკის 58-ე ყოველწლიურ შეხვედრაზე, მილანში.
პრეზიდენტ კანდას თქმით, შუა დერეფნის განვითარებას 2 საკვანძო მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს - სატრანსპორტო სისტემების განვითარება და გაზრდილი ენერგოუსაფრთხოება.
"შუა დერეფნის განვითარება ხელს შეუწყობს სამხრეთ კავკასიის მეტ ინტეგრაციას რეგიონის სხვა ქვეყნებთან",- აღნიშნა ADB-ის პრეზიდენტმა მასატო კანდამ BMG-ის კითხვის საპასუხოდ.
BMG ადგილზე ესწრება ყოველწლიურ შეხვედრას და ყველა მნიშვნელოვან განახლებას შემოგთავაზებთ.




























