მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორია USAID-ის და ქაღალდის მწარმოებელი კომპანიების თანამშრომლობის შედეგები?

USAID ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ბენეფიციარები მიმართულება და სპექტრი რომ მრავალფეროვანია საქმიან ეთერებში მოყოლილი ამბები წლების განმავლობაში ამის დასტურად ადვილად გამოდგება და ამ პალიტრაშია ქაღალდის მწარმოებელი კომპანიებიც, რომელთაც USAID ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში გაფართოების და სამუშაო პროცესის სერტიფიცირებაში დახმარება ამერიკელი ხალხის გადასახადებით დაფინანსებულმა პროექტმა მოუტანა.

პროგრამამ 4 წლის განმავლობაში საწარმოებისათვის $ 400 000-ის საინვესტიციო დახმარება გასცა. სრულად და ყველა პროექტის განხილვა ინდივიდუალურად გაჭირდება თუმცა რამდენიმე კარგ მაგალითზე აუცილებლად უნდა ვისაუბროთ. მაგალითად შპს „ჯორჯიან პაკეტინგს“, რომელიც 2016 წლიდან მონაწილეობს ქაღალდის ჭიქების, კრაფტის ქაღალდის პარკების, მუყაოს ყუთებისა და პლასტმასის ხუფების წარმოებაში ერთ ერთი ლიდერი კომპანიაა, USAID ის ეკონომიკური უსაფრთხოების მიერ Bailing Press მანქანა თბილისში ახლად აშენებული 30,000 მ2 ობიექტისთვის გადაეცა.

კიდევ ერთი კომპანია, რომელსაც ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით საჰაერო კომპრესორი გადაეცა Caucaspack-ია. კომპანია USAID ის პროგრამის მხარდაჭერით ხარისხის სერთიფიცირებისთვისაც ემზადება.

სტუმრები: მაია ნიჟარაძე - USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის წარმომადგენელი;

ვერონიკა გოგოხია - "ჯორჯიან ფექეჯინგის" გენერალური მენეჯერი;

ამირან ცერცვაძე - შპს "კავკასპაკის" მმართველი პარტნიორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები