ბოლო 10 წლიან პერიოდში საქართველოს ოჯახების 83%-ს სესხი აქვს აღებული, 62%-ს კი რაღაც ტიპის ვალი დღეის მდგომარეობითაც აქვს- საქართველოს მოსახლეობაში ვალის დონე პლატფორმა "კომენტარის" დაკვეთით, სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა გაზომა. კვლევის ფარგლებში ინსტიტუტმა 11 რეგიონში მცხოვრები 1200 ოჯახის ფინანსური მდგომარეობა და ვალის დაგროვების ტენდენციები შეისწავლა. როგორია ვალის ტვირთი მოსახლეობაში, რატომ და რა ტიპის სესხებს იღებენ საქართველოს მოქალაქეები და როგორია მათი ეკონომიკური მდგომარეობა, ელენე გოგბერაშვილი დაესწრო ანგარიშის პირველადი შედეგების პრეზენტაციას.