მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორია ვითარება საქართველოს მთის კურორტებზე - შეფასებები ტურისტული ინდუსტრიისგან

საქართველოს მთის კურორტები

რამდენიმე კვირაში საქართველოს მთის კურორტებზე 2024 წლის ზამთრის სეზონი დასრულდება. ყველაზე აქტიურმა თვეებმა უკვე ჩაიარა, შესაბამისად შედეგებზე საუბარი შესაძლებელია. ბაკურიანსა და გუდაურში მდებარე სასტუმრო ბიზნესის წარმომადგენლები წლევანდელი სეზონით კმაყოფილები არიან, მეტიც აღნიშნავენ, რომ გასულ წელთან შედარებით მნიშვნელოვანი ზრდაც დაფიქსირდა. განსხვავებული სიტუაციაა მესტიასა და გოდერძიზე. ამ კურორტებზე ინფრასტრუქტურულმა პრობლემებმა ტურისტული სეზონი წელსაც ჩააგდო.