მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორია წამლების ფასების დინამიკა?

BM.GE
18.07.22 09:49
350
თურქეთში ადგილობრივი ბაზრისთვის განკუთვნილი მედიკამენტების ფასი იზრდება. შესაბამისი ბრძანება ქვეყნის პირველმა პირმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა 7 ივლისს გამოსცა. ეს დოკუმენტი ფარმაცევტული პროდუქტების ახალ ტარიფებს ადგენს. წინა ბრძანება, რომელიც დღემდე მოქმედებდა, 2017 წელს იყო მიღებული და მისი გადახედვის საჭიროება თურქული ლირის გაუფასურებიდან გამომდინარე დადგა. ამ დადგენილებით განსაზღვრულია მოგების ის მაქსიმალურ მარჟა, რომლებიც სააფთიაქო ქსელსა და მედიკამენტების მიმწოდებელს შეუძლია კონკრეტული ღირებულების წამლისთვის დააწესოს. 

თურქეთში ტარიფების ცვლილება საქართველოში იმ სააფთიაქო ქსელებშიც უნდა აისახოს წესით, რომლებსაც ეს მედიკამენტები სწორედ თურქეთიდან შემოაქვთ. ფარმაცევტთა ასოციაციაში ამბობენ, რომ ფასების 25-30%-ით ზრდას უნდა ველოდოთ, თუმცა გაძვირების მიუხედავად თურქული წამლები ევროპულთან შედარებით მაინც იაფიან სეგმენტში დარჩება. რა მოლოდინი აქვთ კონკრეტულად იმპექსში? 

სტუმარი: დავით კოხრეიძე - "იმპექსის" დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები