საფრანგეთსა და რუმინეთში საქართველოს ყოფილი ელჩი, გიორგი წიქარიშვილი, რომელიც ამჟამად საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის მრჩეველია, "რუსულ კანონს" აპროტესტებს.
წიქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ როგორც საჯარო მოხელე, ვალდებულად მიიჩნევს თავს, რომ დაიცვას კონსტიტუციის 78-ე მუხლი.
"როგორც ამ ქვეყნის ერთი რიგითი მოქალაქე და საჯარო მოხელე, ღიად ვაპროტესტებ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს. კანონპროექტი საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. როგორც საჯარო მოხელე და განსაკუთრებით, როგორც ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე მომუშავე დიპლომატი, ვალდებული ვარ, რომ დავიცვა საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი და პირნათლად ვემსახურო ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს", - წერს გიორგი წიქარიშვილი.