მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორც უნივერსიტეტის ქუჩა, ისე ნებისმიერი სხვა პროექტი იმ ვადაში დასრულდება, რაც თავიდან იყო დასახელებული - ბენდელიანი

ირაკლი ბენდელიანი
BM. GE
27.09.23 15:28
48

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი ამბობს, რომ თბილისში მიმდინარე ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი დათქმულ ვადაში დასრულდება. 

საუბარია როგორც წერეთლის გამზირზე, ასევე კრწანისისა და უნივერსიტეტების ქუჩებზე მიმდინარე სამუშაოებზე.

"როგორც უნივერსიტეტის ქუჩა, ისე ნებისმიერი სხვა ინფრასტრუქტურული პროექტი იმ ვადაში დასრულდება, რაც თავიდან იყო დასახელებული. ასევე ხაზგასმით ვამბობდით, რომ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის დასრულების ვადა იყო იანვარი. კონტრაქტში რომელიმე შიდა ეტაპზე ვადა თუ შეიცვლება, ეს ინფორმაცია მოსახლეობას ისე არ უნდა მივაწოდოთ თითქოს წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის დაპირებული ვადა ვერ შესრულდა.

უნივერსიტეტის ქუჩაზე მიწისქვეშა კომუნიკაციების ძირითადი ნაწილი დასრულებულია. ამ ეტაპზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს, უახლოეს კვირებში, სადაც ახლა სამუშაოები მიმდინარეობს ასფალტის საფარი იქნება დაგებული და ავტომობილების გადაადგილებას შეძლებენ. სამუშაოები ნოემბერში დასრულდება.

დიდუბის ხიდზეც რა ვადაც თავიდან ვთქვით [ოქტომბრის ბოლოსთვის] სამუშაოები დასრულებული იქნება. რამდენიმე დღეში იმ ადგილას, სადაც ახლა მოძრაობა შეზღუდული გვაქვს, მოძრაობა შესაძლებელი იქნება.

რაც შეეხება კრწანისის ქუჩას, ბევრი პრობლემა იყო და თითქმის ყველა გადაიჭრა. ახლა სამუშაოები ბოლო ეტაპზეა მისული. აქ ერთ-ერთი პრობლემა ის იყო, რომ თითქმის ალტერნატიული გზები არ არსებობდა, რის გამოც ძირითადი სამუშაოების ღამით შესრულება გვიწევდა. იმასაც გიდასტურებთ, რომ ამ ქუჩის კონტრაქტორი კომპანია რამდენჯერმეა დაჯარიმებული სხვადასხვა მიზეზის გამო. ეს პროექტი უკვე დასრულების ეტაპზეა. ბოლო მონაკვეთზე, სადაც ასფალტის საფარია დარჩენილი იქ სამუშაოები მიმდინარეობს", - ამბობს ბენდელიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები