მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Rolex-ის, Patek-ის და სხვა პრემიუმ ბრენდების საათების ფასები 42%-ით დაეცა

rolex

პრემიუმ საათების ბაზარზე დაღმასვლის მკვეთრი ტენდენცია ფიქსირდება - Rolex-ის, Patek Philippe-ის, AP-ისა და Omega-ს მიერ წარმოებული მეორადი საათების ფასების წლიურად საშუალოდ 42%-ითაა შემცირებული.

მექანიკური საათების გაიაფება ორი ფაქტორი განაპირობებს. პირველი მათგანი გაზრდილ მიწოდებას უკავშირდება, მეორე მიზეზი კი მსოფლიოს მასშტაბით ფუფუნების საგნებზე შემცირებული მოთხოვნაა.

მოგეხსენებათ, პანდემიის დასრულების შემდეგ, საათების ბაზარზე ნამდვილი ბუმი დაიწყო და ფასებიც მკვეთრად გაიზარდა, თუმცა მას შემდეგ ბაზარი გაჯერდა და ფასებიც ნელ-ნელა რეალურ ნიშნულს დაუბრუნდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს 42%-იანი ვარდნა მხოლოდ მეორადი საათების ბაზარს მოიცავს და ის არ ვრცელდება Rolex-ისა თუ Patek-ის ქარხნულ ფასებზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები