მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომ არა რევოლუციური მცდელობები, ჩვენი ეკონომიკა მინიმუმ $5 მილიარდით მეტი იქნებოდა - კობახიძე

ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის თქმით, გასული სამი წლის განმავლობაში რევოლუციის მცდელობები რომ არ ყოფილიყო, საქართველოს ეკონომიკა მინიმუმ 5 მილიარდი დოლარით მეტი იქნებოდა.

როგორც კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, „ენჯეოების“ გაუმჭვირვალობა საქართველოს სახელმწიფოს არა მხოლოდ პოლიტიკურ პრობლემებს უქმნის, არამედ მისი ეკონომიკის განვითარებისა და ბიუჯეტის ზრდისთვისაც მნიშვნელოვანი დაბრკოლებაა.

"მთლიანობაში, რადიკალურმა პარტიებმა, „ენჯეოებმა“ და მედიასაშუალებებმა 3 წელი არ დაასვენეს ეს ქვეყანა. ამ ყველაფრის მიუხედავად, საქართველოს ნომინალური ეკონომიკა დოლარში 2021-23 წლებში გაორმაგდა. თუმცა, რომ არა რევოლუციური მცდელობები საქართველოს ეკონომიკა დამატებით 5 მილიარდი დოლარით მაინც გაიზრდებოდა, რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველწლიურად მილიარდი დოლარით მეტი მაინც შევიდოდა, რაც არსებული სახელმწიფო პროგრამებისა და პროექტების მნიშვნელოვნად გაფართოების საშუალებას მოგვცემდა.

ვითარების არევის, რევოლუციის ეს გაუთავებელი მცდელობა ჩვენ ვერ გვარყევს. ხომ ხედავთ, ზედიზედ 8 არჩევნები მოვიგეთ და მე-9 არჩევნებსაც მოვიგებთ, მაგრამ ქვეყანას, მის ეკონომიკას არ ასვენებენ",- განაცხადა კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები