მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომან აბრამოვიჩი არადეკლარირებულად 16 იახტას ფლობს

63bec58f808ea
გიორგი თოლორდავა
13.01.23 00:05
730
ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო ორგანიზაციის ცნობით, სანქცირებული რუსი მილიარდერი, რომან აბრამოვიჩი საერთო ჯამში არადეკლარირებულად 16 იახტას, კატერსა და ხომალდს ფლობს.

თავდაპირველი ინფორმაციით, აბრამოვიჩის საკუთრებაში 6-მდე იახტა იყო, თუმცა როგორც ირკვევა, რუსი ოლიგარქის ფლოტი გაცლებით მრავალფეროვანი და ძვირადღირებულია.

ხომალდების საერთო ღირებულება რამდენიმე მილიარდ დოლარს აღწევს, მათ შორის, ყველაზე ძვირად ღირებულია $475-მილიონიანი სუპერიახტა „Solaris” და $427 მილიონ დოლარად შეფასებული „Eclipse”.

ცხადია, აბრამოვიჩის იახტები სხვადასხვა ოფშორულ კომპანიებზე და ტრასტებზეა გაფორმებული, მათი უმეტესობა კი კაიმანისა და ვირჯინიის კუნძულებზეა რეგისტრირებული. კვლევითი ორგანიზაციის ინფორმაციით, ოფშორული კომპანიებით აბრამოვიჩი აგრეთვე ოთხ თვითმფრინავს, ექვს ვერტმფრენს და ათამდე ძვირად ღირებულ სახლს ფლობს.

Forbes-ის შეფასებით, აბრამოვიჩის ქონება ამჟამად 8.7 მილიარდ დოლარს შეადგენს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული თანხა არ მოიცავს რუსი მილიარდერის არადეკლარირებულ აქტივებს, შესაბამისად, მისი რეალური ქონების შეფასება გაცილებით უფრო მაღალია.

ცნობისთვის, რომან აბრამოვიჩი ევროკავშირის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული ოლიგარქია, მისი აქტივების დიდი ნაწილი კი ამჟამად ჩამორთმეული და გაყინულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები