მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რომან ფიფია: დაუშვებლად მიმაჩნია, რუსეთის დუმის დეპუტატის გამოსვლა პარლამენტის ტრიბუნიდან

5d0c67d9bd9b0
BM.GE
21.06.19 09:16
1143
ბიზნესმენი რომან ფიფია საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში და შემდეგ კი, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ  მოვლენებს ეხმაურება.

bm.ge ბიზნესმენის პოზიციას უცვლელად გთავაზობთ.

,,ჩემთვის, როგორც აფხაზეთში დაბადებული და გაზრდილი საქართველოს მოქალაქისთვის, მტკივნეული და შეურაცხმყოფელია, დუმის მოქმედი დეპუტატის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ხილვა, ამასთან, მისი მოწოდებების და დამოძღვრის მოსმენა.

ასევე კატეგორიულად მიუღებელია მისი პოზიცია, რომ თურმე 2008 წლის აგვისტოს ომი ყოფილა უსიამოვნება, დაუშვებელია გავრილოვის მხრიდან აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებელ რესპუბლიკებად მოხსენიება.

მე, როგორც საქართველოს ყველა მოქალაქეს, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციის პირობებში, დაუშვებლად მიმაჩნია რუსეთის დუმის დეპუტატის მსგავსი გამოსვლა პარლამენტის ტრიბუნიდან', - აცხადებს ბიზნესმენი.

ცნობისთვის: ხელისუფლებამ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია, რომელიც რუსეთის დუმის წევრის სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან გამოსვლას მოჰყვა,  ცრელმსადენი გაზის, წყლის ჭავლის და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები