მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომან ფიფია განცხადებას ავრცელებს

5bed7b309d5d1
BM.GE
15.11.18 17:56
1921
რომან ფიფია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ რუსთავის აზოტის ქარხანასთან დაკავშირებული სასამართლო დავები ამჟამადაც მიმდინარეობს, თუმცა ამავე დროს ვრცელდება ინფორმაცია რომ აქტიურად მიმდინარეობს უცხოურ ინვესტორზე რუსთავის აზოტის აქტივების გასხვისების პროცესი.

„რუსთავის აზოტის ქარხანასთან დაკავშირებით ამჟამად მიმდინარეობს სასამართლო დავა, როგორც საქართველოს ასევე ლუქსემბურგის და დიდი ბრიტანეთის იურისდიქციებში რუსული კომპანია სისტემას და ს.ს. საქართველოს ბანკის დამფუძნებლის ბი-ჯე-ო ჯგუფის წინააღმდეგ. დავის საგანია ს.ს. საქართველოს ბანკის ინიციატივით უკანონოდ გასხვისებული რუსთვის აზოტის ქარხნის აქტივები, რომელიც დაისაკუთრა საეჭვო წარმომავლობის კომპანია შპს ეუ ინვესტმენტმა, რომელმაც 2016 წელს დაახლოვებით 100 მილიონი დოლარის ფინანსირება მიიღო ბი-ჯე-ო ჯგუფისაგან (ამჟამად წოდებული ჯორჯია კაპიატლი).

დღევანდელი მდგომარეობით, არცერთ იურისდიქციაში დავები არ არის დასრულებული, და ამ ვითარებაში ვრცელდება ინფორმაცია რომ აქტიურად მიმდინარეობს უცხოურ ინვესტორზე რუსთავის აზოტის აქტივების გასხვისების პროცესი.

შესაბამისად, როდესაც მიმდინარეობს დავები 3 ქვეყნის სასამართლოებში, ამგვარი ინვესტორი ვერ ჩაითვლება კეთილსინდისიერ შემძენად და ნებისმიერი გასხვისება დავების დასრულებამდე ჩაითვლება ქონების გადამალვად და დაექვემდებარება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას“, - ნათქვამია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები