"საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი კახა კიკნაველიძე რომან ფიფიას მიერ სასამართლოში შეტანილ სარჩელს უსაფუძვლოს უწოდებს.
"ეს პროცესი უკვე გადასულია სასამართლო ჭრილში. ამიტომ მიჭირს რაიმე დეტალური კომენტარის გაკეთება. ჩვენ ვთვლით, რომ ის საჩივარი არის აბსოლუტურად არასაფუძვლიანი და დავიცავთ თავს ამ სამართლებრივ პროცესში. ჩვენ არ ვეთანხმებით და ვთვლით, რომ ეს ჩივილი არის არასაფუძვლიანი", - განაცხადა კიკნაველიძემ.
შეგახსენებთ, რომ რომან ფიფია BGEO-ს სასამართლოში უჩივის. საქმე რუსთავის აზოტს ეხება და დავა 994 მილიონ დოლარადაა შეფასებული. კერძოდ, ფიფიამ 2011 წელს კრედიტი მიიღო BGEO-ს შვილობილი საქართველოს ბანკისგან, 2016 წელს კი რუსთავის აზოტის ქონება აუქციონზე გაიყიდა. ფიფია ამბობს, რომ აუქციონი არასწორი გზით შედგა და აზოტის ქონების შეფასებაც არარელევანტური იყო.

























