მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რომან გოცირიძე კობა გვენეტაძეს მიმართავს: თქვენ 10 წლის წინანდელზე დღეს დარდობთ?

5ca74529b620a
ლიკა გურაბანიძე
05.04.19 16:07
1295
„თქვენ 10 წლის წინანდელზე დღეს დარდობთ თუ ფინანსურ სექტორში პრობლემა დღეს არის და ეს შემოწმება ბანკში ამიტომ განახორციელეთ, ხოლო შემდეგ მას სანქციები დაუწესეთ,“ - ამის სიტყვებით ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ პარლამენტში მყოფ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს მიმართა.

„10 წლის წინანდელი ისტორია თქვენ მოიყვანეთ იმის დასასაბუთებლად, რომ თქვენ საბანკო სისტემის სიმყარეზე ზრუნავთ. იმ პერიოდში მომხდარი საბანკო ზედამხედველობის კუთხით გამოწვეული დარღვევები 10 წლის განმავლობაში როგორ აისახა? როგორც მოხდა, რომ 10 წლის შემდეგ „თიბისი ბანკი“ გახდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში?“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

აღსანიშნავია, რომ კობა გვენეტაძემ, რომელიც პარლამენტში TBC ბანკის საქმესა და საბანკო რეგულაციების შედეგებზე სასაუბროდ მივიდა, თავის გამოსვლაში რომან გოცირიძე გააკრიტიკა.

„3 წელზე მეტია, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობა მიკავია და ჩემი წინამორბედების საქმიანობა არასოდეს შემიფასებია, მაგრამ დღეს კი უნდა ვთქვა, რომ ჩემთვის ფრიად გასაკვირია, თუ რატომ ვერ მოახერხა ეროვნული ბანკის მაშინდელმა პრეზიდენტმა, რომელიც დღეს დარბაზში ზის, აღეკვეთა მსგავსი დარღვევები 2007 წელს, მაშინ როდესაც კაპიტალის ადეკვატურობა ბანკის ფინანსური მდგრადობის ყველაზე მთავარი გარანტია და ამაზე უკეთესი ბერკეტი ელემენტარულად არ არსებობს. ჩემი ყოფილი კოლეგის საყურადღებოდ მსურს განვაცხადო, რომ მე კაპიტალის ადექვატურობის დარღვევის მიმართ აბსოლუტურად არატოლერანტული ვარ.

ასევე, ჩემმა ყოფილმა კოლეგამ ერთ-ერთ ტელეინტერვიუში პოპულარული ენით სრულიად არასწორი ინფორმაცია მიაწოდა და შეცდომაში შეიყვანა საზოგადოება, რომელსაც ამ საკითხებში გათვითცნობიერებულობას ვერ მოვთხოვთ.

კერძოდ, მან განაცხადა, რომ დამფუძნებლებმა თავიანთი ბანკიდან აიღეს ფული და შემდეგ ეს ფული კაპიტალის სახით ისევ ბანკში შეიტანეს, რაც, თითქოსდა, სავსებით ჩვეულებრივი მოვლენაა.

განვუმარტავ ყოფილ კოლეგას, რომ ბანკიდან მიღებული დამფუძნებლის ფული არის საკუთარი, თუ ეს ფული მიღებულია წილის გაყიდვით ან დივიდენდის სახით, ხოლო, თუ დამფუძნებელი ბანკიდან ფულს იღებს სესხის სახით, ამ ფულს იმავე ბანკს აღარ უბრუნებს და ამით ბანკს ზარალი წარმოექმნება, ამას, ასევე პოპულარული ენით რომ ვთქვა, ბანკის მეანაბრეების თანხების საფრთხის ქვეშ დაყენება და დანარჩენი აქციონერების მოტყუება ჰქვია. აღარაფერს ვამბობ, რომ ასეთი ქმედება კანონმდებლობით მაშინაც და ახლაც აკრძალულია", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები