პარლამენტის წევრის რომან გოცირიძის განცხადებით, საგარანტიო ფონდი მორიგი ბიუროკრატიული მექანიზმია.
ამის შესახებ გოცირიძემ BM.ge-ის პირველი ვიცე პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის მიერ გუშინ გაჟღერებული ინიციატივის შეფასებისას განუცხადა, რომლის თანახმად, საგარანტიო ფონდი ბანკებისთვის მცირე და საშუალო ბიზნესის მიერ აღებული სესხების უკან დაბრუნების გარანტორად გამოდის.
"მოკლედ ვიტყვი კახურად - ესაა მორიგი სისულელე. ამ სისულეებს ვუყურებთ 6 წელია. იქმნება რაღაც ფონდები, დამატებითი ბიუროკრატიული ორგანოები, ასაქმებენ ნათესავებს, პარტიულ აქტივს და უსაქმურების ბუდეს ვაფინანსებთ ბიუჯეტში ჩვენ მიერ გადახდილი გადასახადებით. როგორც ჩანს, გარკვეული თანხას გამოძებნიან და შემდეგ ისევ თავიანთ ნათესავებს დაუდგებიან გარანტორად. ესაა მორიგი კორუფციული სქემა", - აცხადებს გოცირიძე.

























