მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რომან გოცირიძე საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელს: ბანკებისთვის უსროლია ავრორას

5cbed9c0d0f0a
სალომე მეცხვარიშვილი
23.04.19 13:22
723
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძეს საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელთან, რომელიც კომიტეტზე 100 დღის ანგარიშს აჯამებს, კითხვები აქვს.

რომან გოცირიძე ინტერესდება, სად განათავსებს საპენსიო სქემაში დაგროვილ თანხას სააგენტო მას შემდეგ, რაც საინვესტიციო საბჭოს წევრები აირჩევა. ამ დროისთვის, სანამ საბჭო არ არსებობს, დაგროვებითი საპენსიო სისტემის დანაზოგები კომერციული ბანკების ანგარიშზე აქვს განთავსებული და სარგებელი ერიცხება.

„როცა დამშვიდდება ვითარება, სად აპირებთ დანარჩენი ფულის განთავსებას? რომელ სტრუქტურებში, რომელ ბიზნესებში? აპირებთ თუ არა საერთოდ? თუ არადა, მაშინ მუქთა ფულის სამჭედლო ყოფილხართ კომერციული ბანკებისთვის, რაც ძალიან რთულ მაკროეკეონომიკურ მდგომარეობას შექმნის. წლის ბოლოს თქვენ 600 მილიონი გექნებათ. ეს არის კომერციული ბანკებისთვის ოქროს საბადო.

პრაქტიკულად უფასოდ... 5-8%იანი სარგებელი გაქვთ, როდესაც ეს სესხები არის 10% -15%-იანი განაკვეთებით გაცემული ბანკების მხრიდან. კომერციული ბანკებისთვის უსროლია ავრორას“,- აცხადებს გოცირიძე და განმარტავს, რომ სანამ თანხები ბანკების ანგარიზეა ეს მათი ფულადი რესურსია, რომლის გამოყენება საკუთარი ინტერესებისთვის შეუძლიათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები