მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რომან გოცირიძე: საქართველო დაუმთავრებელი მშენებლობის პოლიგონად გადაიქცა

5c6d31e98b6e9
დათო ჯალაღონია
20.02.19 14:52
859
პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძეს მთავრობას ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების დაბალი ტემპების გამო აკრიტიკებს და შესაბამისი კითხვებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილს მიმართავს.

„რით ხსნით იმ ფაქტს, რომ ექვსი წლის განმავლობაში ექვსი მინისტრი შეიცვალა, მაშინ როდესაც ამ ექვსი წლის განმავლობაში იუსტიციის სამინისტროს ჰყავს ერთადერთი და შეუცვლელი მინისტრი. ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრები არიან ასეთი ცუდები, თუ ქალბატონი თეა წულუკიანი არის ასეთი კარგი?! ამ შეკითხვის გაგრძელება – ამ ექვსი წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დახარჯა 6.5 მილიარდი ლარი. მიმდინარე წლის ბიუჯეტის ფულს თუ დავუმატებთ დაახლოებით, გამოდის 9 მლრდ ლარამდე ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გაწული, თუ გასაწევი ხარჯი. ეს არის გაცილებით იმაზე მეტი, ვიდრე დაიხარჯა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ყველა მთავრობის მიერ, მათ შორის, იმ 9–წლიანი მთავრობის მიერ. რაიმე ჩანს გაკეთებული, გარდა იმისა, რაც გაკეთდა იმ 9 წელიწადში? რომელია ის პროექტები, რაც უნდა დასრულებულიყო და დაწყებულიც არ არის? რატომ გადაიქცა საქართველო დაუმთავრებელი მშენებლობის პოლიგონად? იწყებთ რაღაცას და ვერ ამთავრებთ. რა არის მიზეზი? – კორუფცია, თავმოუბმელობა, თუ ვიღაცამ დაგწყევლათ და მეშვიდე მინისტრს უნდა ველოდოთ? გთხოვთ წარმოადგინეთ ჩავარდნილი პროექტების ნუსხა“, – მიმართა მინისტრს რომან გოცირიძემ.

პარლამენტში ახალი ფორმატის – „მინისტრის საათის“ ფარგლებში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოსმენა მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც დეპუტატები კითხვების დასმას დაასრულებენ, მინისტრი მათ პასუხს გასცემს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები