მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რომან კაკულია ავანსის დღგ-ით დაბეგვრაზე: "მთავარობა შემოსავლების მობილიზების საჭიროების წინაშე დადგა"

588745c9b848b
თელარა გელანტია
24.01.17 16:15
1552
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია არ გამორიცხავს, რომ ავანსის დღგ-ით დაბეგვრის ამოქმედებას ხარვეზები მოჰყვეს.

ამის შესახებ „ბიზნესკონტრაქტს“ რომან კაკულიამ 2016 წლის ბოლოს საგადასახადო კოდექსში შესული იმ ცვლილებების კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმად, ავანსი დღგ-ით დაიბეგრება.

ბიზნესის წარმომდგენლები აღნიშნულის გადავადებას ითხოვდნენ, მაგრამ ხელისუფლებამ მათი მოთხოვნა არ გაითვალისწინა.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ „პროცესს ნაჩქარეობა ცოტა ეტყობოდა“.

„ეს დაჩქარება არსებული სიტუაციითაც იყო განპირობებული და არა იმით, რომ ვიღაცას ჩქარა უნდოდა ვიღაცის ინტერესების იგნორირება. ცხადია, მთავარობა დადგა იმის წინაშე, რომ შემოსავლების მობილიზება უნდა გაკეთებულიყო. მოკლედ, ამ შემთხვევაში მე არ მაქვს იმის შეგრძნებები, რომ ეს ცვლილებები უალტერნატივოდ მოიტანს მაქსიმალურ ეფექტურობას და არ იქნება ხარვეზები. ხარვეზები იქნება, მაგრამ ჩვენ ამას გამოვასწორებთ“, - განაცხადა რომან კაკულიამ და დასძინა, რომ მთავრობას შეცდომების აღიარება უნდა შეეძლოს.

„თუ რაიმე ვერ გავთვალეთ ისე როგორც საჭირო იყო, მე მგონია, რომ მთავრობას ყოველთვის უნდა ჰქონდეს იმის უნარი და რესურსი, რომ აღიაროს თუ რამე შეცდომა დაუშვა და გამოასწოროს“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები