მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რომან კაკულია ფიქრობს, რომ აქციზის ზრდაზე თამბაქოს ინდუსტრიას ინფორმაცია უნდა ჰქონოდა

5c3b642746ae1
თელარა გელანტია
14.01.19 16:30
762
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის რომან კაკულიას აზრით, თამბაქოზე აქციზის ზრდის შესახებ ინფორმაცია ინდუსტრიას უფრო ადრე უნდა ჰქონოდა.

ასე უპასუხა კაკულიამ bm.ge-ის კითხვას, რომელიც ფილტრიან და უფლიტრო სიგარეტზე აქციზის გათანაბრებასთან ერთად, წლის ბოლოსთვის ფილტრიან სიგარეტზე ე.წ. ადვალური გადასახადის გაზრდას შეეხებოდა, რაზეც ინდუსტრიის ინფორმაციითვე, ისინი საქმის კურსში არ იყვნენ.

„კანონპროექტის ინიციატორები ამბობდნენ, რომ ინდუსტრიასთან იყო კომუნიკაცია და არ მქონდა არანაირი უფლება, ეს ცნობად არ მიმეღო“, - განაცხადა კაკულიამ, მაგრამ იქვე დასძინა, რომ მსგავსი ხარვეზები გამოსწორებას საჭიროებენ.

„ეს არის თემა, რომელსაც აშკარად სჭირდება გამოსწორება; თვითონ პროცედურა არის დასახვეწი. კანონ-პროექტების განხილვის ვადები იმიტომ გავზარდეთ, რომ ნებისმიერ კანონპროექტთან დაკავშირებით, როცა ინტერესთა ჯგუფები არის, მე შევეცდები, რომ ჩემთან კომიტეტში იყოს კონსულტაციები ანუ როგორც კი შემოვა კანონ-პროექტი, დავალება მაქვს გაცემული, რომ ეგრევე მოვიძიოთ ინტერესთა ჯგუფები და გავიგოთ მათი პოზიციები, მოვუსმინოთ მათ“, - განაცხადა რომან კაკულიამ.

ამასთან, დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ თამბაქოზე აქციზის ზრდის შესახებ კანონ-პროექტი, იყო ის კანონ-პროექტი, რომელსაც მხარი „ყოველგვარი ენთუზიაზმის“ გარეშე დაუჭირა.

„თავდაპირველად, ფილტრიანსა და უფილტროზე აქციზის გათანაბრებას, მხარი არ დავუჭირე, რადგან მიმაჩნდა - მხოლოდ ის, რომ უფილტრო სიგარეტს დამატებული ფილტრი, იგივეა რაც ფილიტრიანი და ამიტომ უნდა გავათაბაროთ აქციზი, არ იყო სწორი. გასაგებია, რომ ამ ლოგიკას შეიძლება გაჰყვე, მაგრამ ხომ არიან ადამიანები, რომლებიც ყოველგვარი ფილიტრის გარეშე ეწევიან უფილტროს ანუ მომხმარებლების კუთხიდან თუ შევხედავთ ამ საკითხს, ჩემი აზრით, ეს იყო არც თუ ისე სამართლიანი მიდგომა, მაგრამ მეორე მხარესაც იყო არგუმენტები იმის თაობაზე, რომ ესაა ევროკავშირის მოთხოვნა და ა.შ., მაგრამ მათ არგუმენტები დიდი ენთუზიზამით არ გამიზიარებია... მოკლედ, ეს იყო კანონპროექტი, რომელსაც ყოველგვარი ენთუზიაზმის გარეშე დავუჭირე მხარი“, - აღნიშნა კაკულიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები