home
category
tv live menu
EN
Loading data...

რომან კაკულია გადამზიდავების პრეტენზიებზე: კონკურენციის სააგენტო უნდა გაძლიერდეს

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია გადამზიდავი კომპანიების განცხადებას ეხმაურება, რომლითაც კერძო სექტორი „საქართველოს რკინიგზას“ ხელის შეშლაში ადანაშაულებს და ბრალს კორუფციაში სდებს. კაკულიას თქმით, მნიშვნელოვანია კონკურენციის სააგენტოს უფლებების გაზრდა, რომ მსგავსი ტიპის განცხადებებზე ადეკვატური რეაგირება მოხდეს.

„მხოლოდ ამ განცხადების საფუძველზე ცხადია, პოზიციის ჩამოყალიბება შეუძლებელია. მაგრამ ამ განცხადებას გამოვიყენებდი, რომ კიდევ ერთხელ გავაჟღერო კონკურენციის სააგენტოს გაძლიერების აუცილებლობა. ჩემი აზრით, ესეც და სხვა მრავალი თემაც მიანიშნებს იმაზე, რომ კონკურენციის სააგენტოს სათანადო ფუნქციებით აღჭურვის შემთხვევაში გვექნება უფრო ქმედითი მექანიზმი, რომ ასეთ და ნებისმიერ სხვა ტიპის პრობლემაზე გვქონდეს უფრო მეტად ინფორმირებული პოზიციის ჩამოყალიბების შესაძლებლობა“,- აცხადებს კაკულია.
საფონდო ბირჟები
საფონდო ბირჟები