მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რომან კაკულია ლარის გაუფასურების მთავარ მიზეზად დაბალ ეკონომიკურ ზრდას ასახელებს

5835b4ef8c30e
დავით ჯალაღონია
23.11.16 19:23
1215
რომან კაკულია ლარის გაუფასურების მთავარ მიზეზად დაბალ ეკონომიკურ ზრდას ასახელებს.  როგორც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე "ბიზნესკონტრაქტთან" საუბრისას აღნიშნავს, ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსთან დაკავშირებით პრობლემის მყისიერი გადაწყვეტა ვერ მოხდება.

"ამის მთავარი მიზეზი ის ეკონომიკაა, რომელიც ჩვენ გვაქვს. სამ პროცენტამდე ზრდის ეკონომიკა, რა თქმა უნდა მოწყვლადია ლართან მიმართებაში. ის ყველა მიზეზი, რაც დასახელდა, სწორია თუ არა, ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ასეთი ეკონომიკა ყოველთვის მოწყვლადია და გრძელვადიანი გამოწვევა არის კონკურენტუნარიანი მეწარმეობის შექმნა, რომელსაც ახლა ჩვენი მთავრობა აანონსებს", - განაცხადა რომან კაკულიამ.

რაც შეეხება გაცვლითი კურსის მოკლე ვადაში დასტაბილურებას, დეპუტატის აზრით, ეს საახალწლოდ მოსალოდნელია, თუმცა დროებით.

"ჩვენ ველოდებით დასტაბილურებას, რაც მოსალოდნელია იმით, რომ ახალი წელი მოდის და ესაც დროებითია. მთლიანობაში, საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდში ეკონომიკის განვითარებაა ამის პასუხი", - განმარტა რომან კაკულიამ.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 1 აშშ დოლარი 2 ლარი და 49 თეთრი ღირს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები