პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია ეროვნული ბანკის მიერ დღეს განხორციელებულ ინტერვენციას დადებითად აფასებს.
"ძალიან კარგია ეროვნული ბანკის დღევანდელი ჩარევა. ვფიქრობ, რომ შესაძლოა უკეთესიც იყო ადრე, მაგრამ ისინი კომპეტენტური ადამიანები არიან და თუ დღეს ჩათვალეს საჭიროდ, იმედი ვიქონიოთ, რომ ეს ჩარევა დროულია.
დარწმუნებული ვარ, ეროვნულ ბანკს გაცნობიერებული აქვს, რომ მისი ჩარევა უნდა ემსახურებოდეს ინფლაციის პრევენციას და არა მასზე დე-ფაქტო რეაგირებას. ჩარევისთვის სწორი მომენტის შერჩევა ნიშნავს, რომ პრევენციას აკეთებ ინფლაციის.
ინტერვენციით ეროვნულმა ბანკმა „ტემპერატურა დაწია", – განაცხადა კაკულიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ სებ–მა დღეს რეზერვებიდან 33 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.

























