გადაცემა "Forbes-ის კვირის" ეთერში პარლამენტის დაგრობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ განაცხადა, რომ ის კომიტეტის სახელის შეცვლის ინიციატივით გამოდის.
რომან კაკულიას თქმით, ამ კომიტეტს არსებულის ნაცვლად, "ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი" უნდა ერქვას, რაც იქნება დამატებითი ხაზგასმა, რომ ქვეყანაში ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებაზე პასუხსიმგებელი არის პარლამენტი და არა ცალკეული სამინისტრო თუ მთავრობა.
"მე ძალიან მინდა ჩემი კომიტეტის სახელწოდებაც შეიცვალოს მხოლოდ ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტით. ეს არ არის ახირება სათაურთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, მინდა, ყველას გავუგზავნო სიგნალი, რომ ჩვენ თუ ვართ პარლამენტი, მაშინ ეკონომიკური პოლიტიკა უნდა იქმნებოდეს აქ,"- ამბობს კაკულია.

























